თავში

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია შედგა

ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე, ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის შედგა გარკვეული კომუნიკაცია. 

კერძოდ, როგორც მელიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, კონტაქტი ჰქონდათ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან. მისი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ოპოზიციას შესთავაზეს, რომ დიალოგი ხვალ შედგეს.  

როგორც მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მაშინ, როცა ათასობით ადამიანი გარეთ იმყოფება, დიალოგის მეორე დღისთვის გადატანა დაუშვებელია და მოლაპარაკება უნდა დაიწყოს დღესვე. 

"კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ბატონ თალაკვაძე-კობახიძეს შორის. ბოლო ინფორმაცია, რაც არის მათთან ურთიერთობიდან, არის ის, რომ ხვალ დავილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს. ეს არის ხელისუფლება, რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არცერთი სიტყვა. ბუნებრივია, სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს არანაირი ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა" - აღნიშნა მელიამ. 

მან ასევე აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლონ ცესკო-ს შენობასთან და შენობაში შესვლისა და გამოსვლის უფლება აღარავის მისცენ. 

"თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს, ეს არის გეგმის ერთი ნაწილი, ოპოზიციას აქვს გაწერილი გეგმა და ამ გეგმით უნდა ვიაროთ, უახლოესი დღეები არის განმსაზღვრელი, ამ ქვეყნის მომავალი 10 წლის, ამიტომ არ დავიღალოთ, მშვიდად, მტკიცედ, ყიჟინით ვიძვრებით ახლა ცესკო-სკენ" - განაცხადა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system