თავში

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს
ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს. გადაწყვეტილების შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ დე-ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

როგორც კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ვაჟა გაფრინდაშვილმა კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ და პროვოკაციაზე მიზანმიმართულად წავიდა. მისი ოჯახი კი სახელმწიფოს უპირისპირდება, რაც კუხიანიძეის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 15 დეკემბერს ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატებმა თანაგუნდელის საქციელი დაგმეს და განაცხადეს, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system