თავში

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. ერქვანია დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებს. ის პარლამენტში საპატრიარქოს კვოტით იყო წარდგენილი. 

დეპუტატის განმარტებით, მან გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესების, ასევე საპატრიარქოსა და პატრიარქის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო. მისი თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუნდთან კონსულტაცია არ ჰქონია. 

„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს", - განაცხადა დეპუტატმა. 

ალექსანდრე ერქვანია მე-14 დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში უმრავლესობა დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system