თავში

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ოფიციალურად ტოვებენ

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ოფიციალურად ტოვებენ
უმრავლესობიდან წასული დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ოფიციალურად ტოვებენ

უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა დღეს საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე ბიუროს ოფიციალურად მიმართეს. report.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, მათი მიმართვა ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა.

პოსტებს ტოვებენ პირველი ვიცე-სპიკერი, ხაზინადართა და გენდერული საბჭოების თვამჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. 

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს, საგარეო ურთიერთობა კომიტეტში ვაკანტური იქნება პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან პოსტებს ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ტოვებენ. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system