თავში

უმრავლესობის დეპუტატი საგანგებო მდგომარეობის დაბრუნებას ითხოვს

უმრავლესობის დეპუტატი საგანგებო მდგომარეობის დაბრუნებას ითხოვს
უმრავლესობის დეპუტატი საგანგებო მდგომარეობის დაბრუნებას ითხოვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო კარგი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ისეთი შეზღუდვებით იქნება შემოღებული, რომელიც არ დააზარალებს, ან ძალზე მცირედ დააზარალებს ბიზნესს. ამასთან, მისი თქმით საგანგებო მდგომარეობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს.

"დღეისთვის დაავადებულთა დაოდენობა 13-ჯერ აღემატება იმას, რაც პირველი სექტემბრისთვის იყო. სექტემბრამდე სულ გარდაცვლილი იყო 19 ადამიანი, სექტემბერში კი 13 ადამიანი გარდაიცვალა. მდგომარეობა შემაშფოთებელია და მიმაჩნია, რომ კვლავ უნდა იქნას შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ისეთი შეზღუდვებით, რომელიც არ დააზარალებს ან ძალზე მცირედ დააზარალებს ბიზნესს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყდეს ეს საგანგებო მდგომარეობა, რათა არჩევნებმა ნორმალურად ჩაიაროს, შემდეგ სიტუაციის შესაბამისად ისევ აღდგეს ან არა. ვფიქრობ, არ უნდა დაველოდოთ როდის გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობის პროპორციულად სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი აზრია და არ გახლავთ მმართველი გუნდის აზრი", - განაცხადა დეპუტატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system