თავში

უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა

უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა
უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის არ ესწრებოდა.

რაც შეეხება საკითხებს, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს, ის საარჩევნო კოდექსს შეეხებოდა.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა, ამ პოზიტიური პროცესის გაგრძელებას და ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ჩვენ, რაც მთავარია ვითვალისწინებთ ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და კიდევ უფრო ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს კითხვის ნიშნები იყოს, რაც შეიძლება, ნაკლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system