თავში

უმცირესობების მიმართულებით გაუმჯობესებები არ გვაქვს - ლომჯარია

უმცირესობების მიმართულებით გაუმჯობესებები არ გვაქვს - ლომჯარია
უმცირესობების მიმართულებით გაუმჯობესებები არ გვაქვს - ლომჯარია

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გამართა. ნინო ლომჯარიამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაც შეაფასა.

„ჩვენს ანგარიშში, რომელიც სრულად იქნება ხელმისაწვდომი მარტში, ასევე ვსაუბრობთ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე. ზოგადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში თუ წარმომადგენლობით ორგანოში არ არის პროპორციულად ასახული. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ამ მიმართულებით არსებითი გაუმჯობესებები არ გვაქვს“, - ასე უპასუხა report.ge-ს კითხვას, ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე, საუბარია დმანისში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რაიონის მაცხოვრებლები. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, როდესაც დაპირისპირება იზრდება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში - ამ ფაქტებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საქართველოს მოქალაქეები და იქ იმყოფებოდა პოლიცია. მათ ვერც პრევენციული ღონისძიებები გაატარეს და პრაქტიკულად პოლიციის თვალწინ ფიზიკური დაპირისპირება გრძელდებოდა. ამიტომ, ეს შემთხვევა ჩვენი მხრიდან არის გამოკვეთილი, როგორც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშო შემთხვევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ომბუდსმანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system