თავში

უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია - მიხეილ სარჯველაძე

უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია - მიხეილ სარჯველაძე
უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია - მიხეილ სარჯველაძე

„დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system