თავში

უნდა აგვიტანონ - უსუფაშვილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე

უნდა აგვიტანონ - უსუფაშვილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე
უნდა აგვიტანონ - უსუფაშვილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე

"ლელო საქართველოსთვის" ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ პარტიის წევრი დავით უსუფაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს: 

1. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.

2. ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე - წერს უსუფაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system