თავში

დაჩი ბერაია: 2012 წელს არ ვემალებოდი ,,ნაციონალურ მოძრაობას" და დღეს რატომ უნდა დავემალო - VIDEO

დაჩი ბერაია: 2012 წელს არ ვემალებოდი ,,ნაციონალურ მოძრაობას" და დღეს რატომ უნდა დავემალო - VIDEO
დაჩი ბერაია: 2012 წელს არ ვემალებოდი ,,ნაციონალურ მოძრაობას და დღეს რატომ უნდა დავემალო  - VIDEO

,,2012 წელს არ ვემალებოდი ,,ნაციონალურ მოძრაობას" და დღეს რატომ უნდა დავემალო ვერ ვხვდები", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი დაჩი ბერაია პარლამენტში შესვლის დროს მის წინააღმდეგ ოპოზიციის ქმედებას და ხმაურს.

,,როდესაც მათ ხელთ იყო მთელი ძალაუფლება მაშინ არ შემიზღუდავს გადაადგილების უფლება, დღეს არავითარი სურვილი მაქვს, შემოვლითი გზებით ვიარო და არც მიფიქრია. მოვედი იმ გზით, რომლითაც მოვდივარ ხოლმე. მათ პარლამენტიდან ქუჩაში გადაიტანეს აქცია და ქუჩის პროცესებით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, თუმცა ვერც იქ ნახეს ამის რესურსი რომ შექმნან ილუზია, რომ ქვეყანაში არის დესტაბილიზაცია. მათ ეს არ გამოუვათ ძალიან მალე ჩაცხრებიან", - განუცხადა report.ge-ს დაჩი ბერაიამ. 

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი დაჩი ბერაია საკანონმდებლო ორგანოში შეძახილებითა და ხმაურით შეაცილეს.

დღეს აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებდნენ, თუმცა პოლიციის მიერ, პარლამენტის ყველა მიმდებარე ქუჩა ჩაკეტილია და ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system