თავში

უნდა გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი

უნდა გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი
უნდა გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს და ჩვენს რეგიონულ ხელმძღვანელობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაა ბათუმში "ქართული ოცნების" შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისი თქმით, პარტიამ უკვე დაიწყო აქტივთან მუშაობა და არჩევნებისთვის მზადება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს.

„ჩვენ გავაცანით მათ ჩვენი პროექტები და გეგმები. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ყველანი მომართულები და რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებსა და გაუთავებელ კინკლაობაში არ დავხარჯოთ დრო, ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. ძალიან კარგი განწყობა არის, მობილიზებას გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system