თავში

"უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი, საერთო ეროვნული აქცია" - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

"უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი, საერთო ეროვნული აქცია" - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი
უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი, საერთო ეროვნული აქცია - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. 

სააკაშვილი თანამოაზრეებს პერმანენტული აქციებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას განმარტავს.

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად,"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 24 ნოემბერს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system