თავში

უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება - ხაზარაძე

უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებ
უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება - ხაზარაძე

ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოძახება, სწორედ პირველი ნიშანია იმისა, რომ თაროზე შემოდებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მსგავსი ტიპის საქმეების გაღვიძება მოსალოდნელია, რადგან ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს. 

"ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი ტიპის საქმეები გაიღვიძებს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სასამართლო, ჩვენ არ გაგავაჩნია თავისუფალი პროკურატურა. ჩვენ გაგვაჩნია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ნიკა გვარამიას გამოძახება, სწორედ პირველი ნიშანია იმისა, რომ თაროზე შემოდებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გაცოცხლდება", - განაცხადა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system