თავში

უპრიანი იქნება, ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდოთ - სალომე სამადაშვილი

უპრიანი იქნება, ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდოთ - სალომე სამადაშ
უპრიანი იქნება, ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდოთ - სალომე სამადაშვილი

უპრიანი იქნება, ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ერთიანად შეაჯაროს პოზიცია, რა სტრატეგიაა ყველაზე მომგებიანი ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი სჭირდება, თუ დამოუკიდებლად ბრძოლა უფრო მეტად მომგებიანი იქნებოდა, ამ საკითხზე საუბრისას სალომე სამადაშვილი აცხადებს რომ მისთვის ახლა მთავარია მელია პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

"ამაზე ჩემი აზრი დავაფიქსირე, დღეს, როდესაც ნიკა მელია არის პატიმრობაში და არ ვიცი საერთოდ რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული იგივე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და სხვა, უფრო უპრიანი იქნება, რომ ნიკას გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ერთიანად შეაჯეროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგია არის ყველაზე უფრო მომგებიანი ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნიკა მელია დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ამის შემდეგ ნიკა, მისი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ და შეთანხმდებიან იმ სტრატეგიაზე, რომელიც იქნება ხელისუფლების დამარცხების უზრუნველსაყოფად ყველაზე სწორი ოპოზიციისთვს და მე ამ გამხილვებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system