თავში

უსირცხვილო დემაგოგიის მორიგი კორიანტელი დააყენეს - ბარამიძე

უსირცხვილო დემაგოგიის მორიგი კორიანტელი დააყენეს - ბარამიძე
უსირცხვილო დემაგოგიის მორიგი კორიანტელი დააყენეს - ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი წერს, საქართველოში ნამდვილად არსებობენ პოლიტპატიმრები. მისივე თქმით, ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

,,უსირცხვილო დემაგოგიის მორიგი კორიანტელი დააყენეს.

თურმე პარტიების მიერ მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნასთან.

სწორედაც, დღეს რომ არის პოლიტიზირებული და თავიდან ბოლომდე ოლიგარქის მიერ მართული, ამის გამო არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და დევნილები. 

სწორედ ისინი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ და შემდეგ მოხდეს სასამართლოს პოლიტიკური მართვისგან განთავისუფლება, რაც როცა მოხდება, მომავალში გამორიცხავს პოლიტიკურ სასამართლო პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

ეს კარგად ესმით, მაგრამ უტიფარი დემაგოგობის ჩვევას ვერ ელევიან. მოუწევთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებაც და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც", - წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი მოლაპარაკების პროცესში ხელს უშლის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას.

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე მეოთხე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

შვედი დიპლომატი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლს ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system