
9 აპრილს, გვინდა დავაფუძნოთ "ქართველი ხალხის მარადისობის დღე" - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ იგივე "უცნობმა" საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ტრადიცია და ხალხს შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში.
"9 აპრილს 13:00 საათზე ვიკრიბებით "ევროპის მოედანზე" და გვინდა დავაფუძნოთ "ქართველი ხალხის მარადისობის დღე", რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იმისთის, რომ ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება ხელისუფლებებისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.