თავში

უწყვეტი აქციები იქნება - ბურჯანაძე

უწყვეტი აქციები იქნება - ბურჯანაძე
უწყვეტი აქციები იქნება  - ბურჯანაძე

უწყვეტი აქციები იქნება. ამ აქციებით ყველა პრობლემა მოგვარდება და ხელისუფლება გონს მოეგება, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციები არ შეწყდება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

"ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის აქციების ის წყობა, რომელსაც ვგეგმავთ. ეს იქნება თბილისში, შემდეგ ბათუმში, სხვადასხვა რეგიონებში. ეს პროცესი უწყვეტი იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას საქმემ სრულიად სხვა სახე შესძინა იმ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაშია. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. ველოდებით, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ჩაეთვლება ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია, მაგრამ პოლიტიკოსები ვაპირებთ, ადამიანებს ამ შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი მივცეთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system