თავში

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი უსმენს

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი უსმენს
უვადო მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი უსმენს

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენას მხოლოდ ერთი დეპუტატი ესწრება. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. თავდაპირველად დარბაზში დეპუტატი ეკა ბესელია იმყოფებოდა, რომელმაც დარბაზი მალევე დატოვა და ის რატი იონათამაშვილმა ჩაანაცვლა, იონათამაშვილი კი - გოგა გულორდავამ. 

ამ წუთებში კომიტეტზე ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული. შესვენება სხდომის წამყვანმა, დავით მათიკაშვილმა გამოაცხადა. 

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system