თავში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის დასკვნა ბიუროს დღესვე გადაეგზავნება. რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის მოხდება საკითხის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის,  2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system