თავში

ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და უფრო ნელა ვისაუბრებდი - წულუკიანი

ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და უფრო ნელა ვისაუბრებდი - წულუკიანი
ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და უფრო ნელა ვისაუბრებდი - წულუკიანი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით, ამიტომ ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და კიდევ უფრო ნელა ვისაუბრებდი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის Facebook-სტატუსს გამოეხმაურა.

„მიმდინარეობს გამოძიება ვაჩეიშვილის და სხვა მინისტრების დროს დაწყობილ კრამიტებზე. კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა ექსპერტიზა და პირადად მაქვს პესიმისტური მოლოდინი, რომ ყველას დროს დაგებული კრამიტი შეიძლება აღმოჩნდეს უვარგისი. დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ სწრაფად, ვილაპარაკოთ ბევრი, თუკი ამის უფლებას პროფესიული სინდისი მოგვცემს. ფაქტია, რომ როდესაც მე მოვედი ამ სამინისტროში, გელათს ჰქონდა სერიოზული პრობლემები. ნიკოლოზ ვაჩეიშვილის დროს ძეგლთა დაცვის სისტემის ნარჩენები პრაქტიკულად მოიშალა და მე ნულიდან მიწევს ოსტატების ძებნა, იქნება ეს ხითხურო, კირითხურო თუ ჩუქურთმის ოსტატი. ესაა რეალობა, ამიტომ ყველას შეუძლია ილაპარაკოს ბევრი, მაგრამ პრობლემები გელათს სწორედ ბევრი მოლაპარაკე ადამიანების საქმიანობის შედეგად აქვს და ახლა საუბარია იმაზე, როგორ აღმოვფხვრათ ეს შედეგები, რათა გელათი დარჩეს ჩვენი იდენტობის იმ ნაწილად, რომელიც გვეამაყება და შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს. ასევე მინდა დავამატო, რომ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის მინისტრობის დროს ბაგრატის ტაძარი დაემსგავსა 22-ე საუკუნის გაუგებარ კონსტრუქციას, თავისი რკინის ლიფტით, ამიტომ ვაჩეიშვილის ადგილზე კიდევ უფრო ნაკლებს და კიდევ უფრო ნელა ვისაუბრებდი“, - განაცხადა წულუკიანმა.

ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მისი მინისტრობის დროს გელათში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს შემდგომი შეკეთება არ დასჭირვებია, 2014 წლიდან ჩატარებული სამუშაოებისგან განსხვავებით, რომლის გამოც, მისი თქმით, ისპობა ძველი მოხატულობა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system