თავში

ვახტანგ გომელაური თურქეთის შსს-ს მრჩევლებსა და ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური თურქეთის შსს-ს მრჩევლებსა და ელჩს შეხვდა
ვახტანგ გომელაური თურქეთის შსს-ს მრჩევლებსა და ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლად მოვლენილ მრჩევლებთან - ნეჯმეთინ აქჩასა და ნეჯმი ინჯესთან შეხვედრა გამართა.

"მინისტრმა მრჩევლებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობით მხარეთა შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეხვედრის მონაწილეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system