თავში

ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანში იმყოფება.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system