თავში

ვახტანგ გომელაური: სამინისტროს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება

ვახტანგ გომელაური: სამინისტროს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება
ვახტანგ გომელაური: სამინისტროს ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ივლისიდან ხელფასი გაეზრდება. ამის შესახებ განცხადება ვახტანგ გომელაურმა გააკეთა. 

„გამოდის თანამშრომელი, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის ერთი და ორი მილიონი ლარი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა განცხადება პრემია-დანამატების თემაზეც გააკეთა. მისი თქმით პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system