თავში

ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში აღარ მოუსმენენ

ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში აღარ მოუსმენენ
ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში აღარ მოუსმენენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პარლამენტში დღეს აღარ მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

"ფაქტია, რომ მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენებების დროს მე მოვისმინე განცხადებები, სადაც პირდაპირ, ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. 

მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება გქონდათ, თუმცა, სამწუხარო არის, როცა იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პოტესტი ახლაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა. 

რაც არ წარმოადგენს კონსტრუქციულ რეჟიმში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ამ საკითხის გაშვება არ შეიძლებოდა რეაგირების გარეშე და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, ამიტომ, დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, საკითხზე ვიმსჯელებთ ბიუროს ფორმატში", - განაცხადა კახა კუჭავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system