თავში

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა 

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა 
ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა.  მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის მნიშვნელობას.

„ანგარიში წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროპარლამენტისთვის და რომ ქვეყნის წინაშე არსებულ უამრავ გამოწვევებთან ჩვენ მარტო არ ვართ,"- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. 

გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშზე.

„ჩვენს სრულად ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია საკვანძოა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციისთვის. ხელშესახები პროგრესის მიუხედავად, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რათა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე სრულად ამოქმედდეს,"-განაცხადა მახარობლიშვილმა.

საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობაზე.

მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხელი შეუწყო სამართლებრივი ჩარჩოების განახლებას; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას; ასევე უვიზო რეჟიმის ამოქმედებას; ხელმისაწვდომი გახადა განათლების სისტემები; გააღრმავა ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system