თავში

"ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო ევროკავშირისგან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის" - პრეზიდენტი

"ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო ევროკავშირისგან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის" - პრეზიდენტი
ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველო ევროკავშირისგან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ვაქცინასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ის ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system