თავში

ვამბობდით, რომ პენსიებზე შედეგს დავდებდით და ეს დღეც დადგა - ელისაშვილი

ვამბობდით, რომ პენსიებზე შედეგს დავდებდით და ეს დღეც დადგა - ელისაშვილი
ვამბობდით, რომ პენსიებზე შედეგს დავდებდით და ეს დღეც დადგა - ელისაშვილი

ვამბობდით რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებთ-მეთქი და აჰა ეს დღეც დადგა - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდრმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

"დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე ლიბერტი ბანკის მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს რომ მზად არიან დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში! კონტაქტრის მიხედვით პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე. ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება და დიდი ალბათობით ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება წელსვე! ასევე -

1. ლიბერტი ბანკი არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს

2. ლიბერტი ბანკი დროში გაუწილვადებს სესხის თანხას პენსიონერებს რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა

3. ლიბერტი ბანკი არა 36, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი

და ბოლოს:

4. ლიბერტი ბანკი არ შეზღუდავს არცერთ პენსიონერს რომელიც მოისურვებს რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში

პარტია "მოქალაქეებიდან" ორი დეპუტატი ვართ და ორივე ვართ დღედაღამ ხალხის სამსახურში და დღევანდელი შედეგი არის უზარმაზარი წინსვლა პენსიონერებისთვის!" - წერს ელისაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system