თავში

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - VIDEO

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია
ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - VIDEO

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მან სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე ამ წუთებში დატოვა. მას პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები შეხვდნენ.

ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები შემდეგი იყო:

1. “აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ამ ეტაპზე უცნობია რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება ყოფილი მინისტრი, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system