თავში

კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას

კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას
კალაძე: მეტი ვანო ოპოზიციას

"მეტი ვანო ოპოზიციას", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი და ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

კალაძის თქმით, ვანო მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობას ვერ აღიქვამს.

„მისი განცხადებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვისმინოთ. მეტი ვანო ოპოზიციას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში დღევანდელ ხელისუფლებას ,,დაამხობს".

შეგახსენებთ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system