თავში

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს - VIDEO

ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს - VIDEO
ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს - VIDEO

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებს მიმართავს. როგორც ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში გამარჯვებას ამომრჩევლის მოსყიდვით, კრიმინალებითა და რუსი აგენტებით შეეცდება.

„ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს - მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული, იმიტომ რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცველებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

ჩვენ ამ ერთ დღეს ან ივანიშვილი დაგვამარცხებს ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ, ყველა ერთად, დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის, არც კრიმინალის და არც იმის, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“,- აცხადებს ვანო მერაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system