თავში

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო მანდატი ოფიციალურად შეუჩერდა.  

ზარდიაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზარდიაშვილის ადგილიმონაცვლე ირაკლი ზარქუა უნდა ყოფილიყო, თუმცა საკრებულოს დეპუტატმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ზარდიაშვილის ადგილს, სიის მომდევნო ნომერი, თემურ გოცირიძე დაიკავებს. 

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. მანდატის დატოვების მიზეზად ზარდიაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებული ნეგატიური კამპანია და ოჯახის წევრების სტრესი დაასახელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system