თავში

ვაპირებ მოვინახულო ნიკა მელია და ვესაუბრო ორ საკითხზე - ხაზარაძე

ვაპირებ მოვინახულო ნიკა მელია და ვესაუბრო ორ საკითხზე - ხაზარაძე
ვაპირებ მოვინახულო ნიკა მელია და ვესაუბრო ორ საკითხზე - ხაზარაძე

უახლოეს დღეებში ვაპირებ, რომ შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, თუ მელია გირაოს დათანხმდება ეს "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი გალაწუნება იქნება. 

ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება კიდევ ერთხელ გალაწუნება "ქართული ოცნებისთვის", მათი მართლმსაჯულებისთვის. მეორე საკითხი, რომელიც მინდა გავიარო, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატებია გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია ჩაწერილი იყო თავის დროზე იმისათვის, რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა ჩვენ საპყრობილიდან. თუმცა, მერე "ქართულმა ოცნებამ" ეს გამოიყენა და აპირებს გამოყენებას იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულები, რომელიც ან არ არის გამოძიებული ან თაროზე აქვს შემოდებული. ამისთვის, თუ ჩვენ ვინმეს ვაპატიებთ და ამნისტიაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ რა დააშავა და ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება", - განაცხადა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system