თავში

ვაშაძე ბრალდებებს პასუხობს

ვაშაძე ბრალდებებს პასუხობს
ვაშაძე ბრალდებებს პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებელი" შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს", - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გახდა.

" შეთანხმების გარეშე, "სტრატეგია აღმაშენებელი" არსად შესვლას არ აპირებს და სამწუხაროდ,  ისევ ბინძური თავდასხმით ობიექტი გავხდით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც ოპოზიციის ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ ამ ძალებმა, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ .

ცნობისთვის, დღეს  "მთავარი არხის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 ოპოზიციური პარტიის 7 წევრი პარლამენტში შესვლას აპირებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system