თავში

ვაშაძე: ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა

ვაშაძე: ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა
ვაშაძე: ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა

„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი, საჯაროდ უნდა განიხილოს",- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი არ განიხილება.

„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული, არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება. ქვეყანაში მძაფრი კრიზისია; ეკონომიკა, კორონა, დემოკრატიული, პოლიტიკური, სოციალური... ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი მოძებნოს“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, შუამავლების მეშვეობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რიგით მესამე შეხვედრა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ შეხვედრაზე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბდა და ბოიკოტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system