თავში

ვაშაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება

ვაშაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება
ვაშაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე იქნება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისანში ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

"სამწუხაროდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ. ისანში გაიმარჯვებს ღირსეული", -განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system