თავში

ვაშაძე: ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არასდროს განიხილავს

ვაშაძე: ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არასდროს განიხილავს

,,რევოლუციურ სცენარს ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები არასდროს განიხილავენ და ვერც ვერასდროს განიხილავენ", - ამის შესახებ პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალისმიერ მეთოდებს ემიჯნება.

,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ, სადაც ყველას მოვუწოდეთ მშვიდობიანი მოქმედებებისკენ და წინასწარ ვთქვით, რომ ძალადობაში არ ვმონაწილეობთ და თუ ვინმე მონაწილეობას მიიღებს, ის ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს. თუ პროცესი იმდენად ჩიხშია, რომ ავტორიტარული ხელისუფლება ხალხს არ უსმენს და მძიმე ვითარებაა, ეს თავისით ხდება იმ ქვეყნებში, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, იგივე ყირგიზეთის მაგალითი ავიღოთ ან სხვა ქვეყნები. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესი არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ნორმალურად ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება. ამ ფუნდამენტური უფლებების დაკარგვაზეა ახლა საუბარი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ,,ქართულ ოცნებას" ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. 

,,ადრე თუ გვიან მივალთ შეთანხმებამდე, მოუწევს "ქართულ ოცნებას" ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. მესმის, რომ გაჯიუტებულია, არაფრის დათმობა არ უნდა და ამბობს, რომ ვიქნები ჩემთვის, მარტო, არაფერსაც არ დავთმობ, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. როგორც გასულ წელს შეთანხმებას მივაღწიეთ 8 მარტის დოკუმენტით, იმედი მაქვს, რომ ისეთივე ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის პუნქტი, რაზეც შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system