თავში

ვაშაძე: შევთანხმმდით, რომ ხელისუფლების შემოთავაზება არის მიუღებელი - VIDEO

ვაშაძე: შევთანხმმდით, რომ ხელისუფლების შემოთავაზება არის მიუღებელი
ვაშაძე: შევთანხმმდით, რომ ხელისუფლების შემოთავაზება არის მიუღებელი - VIDEO

შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ხელისუფლების იდეები არის მიუღებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, ყველა განცხადებას თან უნდა ერთვოდეს განმარტება, თუ რას აპირებს მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. 

" სანამ დეტალებში დავიწყებთ ლაპარაკს, რატომ არის მიუღებელი, კომპრომისის მიღწევას ეს არ აადვილებს. სანამ ჩვენ ამის განხილვას დავიწყებთ, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგიც გააკეთონ და საზოგადოებას დეტალურად გააცნონ თავიანთი წინადადება. სანამ ასე არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული. მითუმეტეს, რომ ორივე მხარეს აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენ არცერთ იდეას არ გავიტანთ მაგიდის გარეთ. მეორე, ყველა ლაპარაკს თან უნდა ერთვოდეს განმარტება, რას აპირებენ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ასევე იმ საქმეების შეწყვეტის საკითხზე, რომელიც არის პოლიტიკური დევნა. ასევე ყველაზე მთავარი, ბოლოს და ბოლოს, თუ რაიმეს გაკეთებას აპირებენ, ძალიან მარტივი რამეა გასაკეთებელი, გამოვიდნენ ჩვენთან ერთად და მოუყვნენ საზოგადოებას თავიანთი წინადადებები და ჩვენ კიდევ, დარწმუნებული იყავით, ას პროცენტიან არგუმენტაციას მოგიყვანთ, რატომ არ შეიძლება ამაზე შეთანხმება. ფასილიტატორებს, ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს დავპირდით, რომ არაფერს გარეთ არ გავიტანდით და არ გავიტანთ ჩვენ გარეთ, მითუმეტეს ფორმალური პროცედურული მხარიდანაც კი არაფერია გაკეთებული"- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ რომ, გუშინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. მათი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, გადადგმულია ნაბიჯები, რომ შეთანხმება შედგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system