თავში

ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას - კელი დეგნანი

ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის
ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და მისი პატიმრობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი განაცხადებით, ვაშინგტონის ინტერესია, საქართველოში პოლიტიკური პროცესები წარიმართოს დემოკრატიული პრინციპებით და წინასაარჩევნო მდგომარეობაში ხელი არ შეეშალოს პოლიტიკურ ასპარეზობას. 

დეგნანი განმარტავს, რომ აშშ ამ მოვლენებს მხოლოდ აკვირდება.

"ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას.

მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლატფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიების, პლატფორმების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამ საკითხებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system