თავში

ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის
ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება.

"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება.  თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!", - აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system