თავში

"ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს" - კუჭავა

"ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს" - კუჭავა
ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს - კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მის მიერ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" სიმბოლოიანი პირბადით მისვლა ნამდვილად დარღვევა იყო. კახა კუჭავა განმარტავს, რომ, უბანზე მისვლამდე არ დააკვირდა, რომელი პირბადე გაიკეთა.

"დილით, 8 საათზე, შევეცადე, ტრადიციულად, პირველი მივსულიყავი უბანზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. ფაქტია, რომ ეს დარღვევა იყო. ვიცი, შესაბამისი რეაგირება იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system