თავში

ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს
ვაკის საოლქო კომისიასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაპირისპირებისას ,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. 

კუპრავა, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ ადამიანების შეშვებას ითხოვდა, რომელთაც შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ. თუმცა მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სამართალდამცვლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. აქციაზე ერთ-ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.

ცნობისთვის, ვაკის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქუთაისის, ისნის, სამგორისა და მთაწმინდის საოლქო კომისიებთან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საჩივრების განხილვასა და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. 

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system