თავში

ველი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია - მოლინეუსი

ველი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური
ველი თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია - მოლინეუსი

მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, საამაყოა, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია.

ვამაყობ, რომ მსოფლიო ბანკი წარმოადგენს საქართველოს ერთგულ პარტნიორს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჩვენი მყისიერი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს COVID-19-ზე მტკიცე პასუხის გაცემაში.

გისურვებთ წარმატებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენთან და მინისტრთა კაბინეტთან, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური აღდგენის რთულ პროცესში", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system