თავში

ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე - მელია

ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე - მელია
ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ამომრჩევლებს ხვალ, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ოპოზიციას არ წაუგია.

„ბევრი კოლეგა შევიკირიბეთ დღეს შტაბში, ბევრი კი, იცით, რომ არჩევნების გამო, არის სხვადასხვა რეგიონებში, ისინი ხვალ ბრუნდებიან. ამიტომ, ჩვენ მოვითათბირეთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება იყო სწრაფად მისაღები. ხვალ 16:00 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე. მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system