თავში

"ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის" - ხაბეიშვილი

"ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის" - ხაბეიშვილი
ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ემზადება.

მისივე თქმით, აქციების მიზანი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

"მნიშვნელოვანია გავიაზროთ ერთი რამ - ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და ინვესტორი, რომელსაც შეუძლია მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოტანა ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხალხისთვის, რუსებს ჰყავთ ქართველების ხელით დატყვევებული.

პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე, არის ის, რომ იქნება რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში, რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system