თავში

"ვერ გაგვაჩუმებთ"- აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

"ვერ გაგვაჩუმებთ"- აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
ვერ გაგვაჩუმებთ- აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

"ვერ გაგვაჩუმებთ", ,,ვერ შეგვაჩერებთ", - ამ ლოზუნგებით გამართეს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიის წევრებმა აქცია.

მათი თქმით, საპროტესტო ტალღა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უახლოეს დღეებში ხალხმრავალ აქციას აანონსებს.

„საბოლოო მიზანი არის ხელახალი არჩევნები. ვერ გავჩერდებით. ეს პროტესტი გაგრძელდება. ასევე, დღეს შევიკრიბებით ოპოზიციური პარტიები და უახლოეს დღეებში დავგეგმავთ ხალხმრავალ აქციას“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიის ლიდერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ სამი მოთხოვნა აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, თამარ ჟვანია გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობიდან და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system