თავში

"ვერ გამორიცხავ, კიდევ ვინმეს მოსწყინდეს პარლამენტში ყოფნა და წავიდეს" - იაგო ხვიჩია

"ვერ გამორიცხავ, კიდევ ვინმეს მოსწყინდეს პარლამენტში ყოფნა და წავიდეს" - იაგო ხვიჩია
ვერ გამორიცხავ, კიდევ ვინმეს მოსწყინდეს პარლამენტში ყოფნა და წავიდეს - იაგო ხვიჩია

"ეს ისეთი პარლამენტია, რომ ფიზიკურად, ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმეს მოსწყინდეს აქ ყოფნა და წასვლა მოუნდეს", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატი ფრაქცია "ლელოს" წევრის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. 

"ის, რომ პარლამენტში ადამიანები ხალისით არ მუშაობენ ამაში ახალი არაფერია, ხან ბოიკოტია, ხან მოსვლა არ გინდა, ხან რაღაცაა. ჩემი აზრით, ეს ყველას გვაზიანებს და რაღაცნაირად მუშაობის მოტივაციას არ გვიხალისებს", - განაცხადა ხვიჩიამ "იმედის" ეთერში.

პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს დატოვებს.

დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ დეპუტატის მანდატებს ტოვებენ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system