თავში

ვერ გეტყვით, რომ პარტიაში არაფერი შეიცვლება - ნადირაშვილი

ვერ გეტყვით, რომ პარტიაში არაფერი შეიცვლება - ნადირაშვილი
ვერ გეტყვით, რომ პარტიაში არაფერი შეიცვლება - ნადირაშვილი

"ევროპული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. როგორც, პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, დღეს ფორმალური შეხვედრა იქნება.

მისივე თქმით, მთავარი გადაწყვეტილებების შესახებ  დავით ბაქრაძე ისაუბრებს. 

"დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციას დათო ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს. ძალიან მალე შეხვედრა დაიწყება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system