თავში

"ვერ მივიღებ ოპოზიციის ბრალდებებს" - ტყემალაძე

"ვერ მივიღებ ოპოზიციის ბრალდებებს" - ტყემალაძე
ვერ მივიღებ ოპოზიციის ბრალდებებს - ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სიტყვით გამოვიდა. 

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა, რომელზეც ნდობა უნდა გამოუცხადონ გუნდს, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის განვითარებაზე იზრუნებს. 

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაკეტებულა, უსაფუძვლოა.

"ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილების რეჟიმში, მაგრამ არ შეიძლება იმის არ დანახვა, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ჩვენმა გუნდმა, კახა კალაძის მეთაურობით, განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა, ურბანული პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი- ქალაქის გენერალური გეგმა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც თითოეული თბილისელის კეთილდღეობაზეა მორგებული. ჯანდაცვის სფეროს დაემატა უამრავი ახალი პროგრამა. ეს ყველაფერი რეალობაა და ჩვენს თანამოქალაქეებს ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ათი ათასობით ადამიანმა, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ იმედი იმისა, რომ თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს მიიღებდნენ, დღეს საკუთარი ბინები აქვთ. ამიტომ, ვერ მივიღებ ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system