თავში

"ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა" - კალაძე

"ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა" - კალაძე
ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა - კალაძე

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნის. 

მისივე თქმით, განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებს სამსახურებიდან არ ათავისუფლებენ.

"ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო",- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system