თავში

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ" - ვის მიმართავს სააკაშვილი

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ" - ვის მიმართავს სააკაშვილი
ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ - ვის მიმართავს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. 

მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებში მონაწილეობს.

"დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებში, მე ვადევნებ თვალყურს. ძალიან მამხნევებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ",  - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system